მელოდრამა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:48, 17 სექტემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მელოდრამა − (ბერძ. melos - სიმღერა, drama - მოქმედება)
1. დრამატული ნაწარმოების სახეობა; პიესა, რომელიც გამოირჩევა მძაფრი ფაბულით, გადაჭარბებული ემოციურობით.
2. მუსიკალურ-დრამატული ნაწარმოები, რომელშიც მოქმედ პირთა მონოლოგებს და დიალოგებს თან ახლავს მუსიკა. ოპერისაგან განსხვავებით მელოდრამაში მოქმედი პირები კი არ მღერიან, არამედ ლაპარაკობენ (დეკლამაცია). მელოდრამა ჩაისახა XVIII ს. შუა ხანებში. მანამდე კი ეს ტერმინი ოპერას გულისხმობდა. XIX ს. ბოლოს სცადეს სცენური მელოდრამის აღდგენა.