ბულიულიუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:14, 17 სექტემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბულიულიუ – მოხეტიალე მსახიობი XVI საუკუნის ესპანეთში. სოფელ-სოფელ ხეტიალის დროს თამაშობდნენ კომედიური ხასიათის პრიმიტიულ წარმოდგენებს, რომლებშიც ბულიულიუ ასრულებდა ყველა როლს და რამდენიმე „ლოას“ (loa – მაყურებლისადმი მიმართული ქება, პროლოგი).