მიკრო გადაღება (კინო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:59, 22 სექტემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მიკრო გადაღება – კინოგადაღების სპეციალური სახე, რომელიც წარმოებს მიკროსკოპის საშუალებით. მიკრო გადაღება ფართოდ გამოიყენება სამეცნიერო-პოპულარულ, სასწავლო ფილმებში და საწარმოო ლაბორატორიებში. მიკროგადაღებების მრავალრიცხოვან სახეებს შორის ვხვდებით: გამჭვირვალე ობიექტის გადაღებას პირდაპირგამავალ შუქზე, გაუმჭვირვალე საგნის გადაღებას არეკლილ შუქზე, ნახევრადგამჭვირვალე საგნის გადაღებას ერთდროულად გამჭოლ და არეკლილ შუქზე.ნელა მიმდინარე პროცესების შემთხვევაში გამოიყენება შენელებული, ხოლო სწრაფად მიმდინარე პროცესებისათვის ჩქაროსნული მიკროკინოგადაღება.