მონოპტეროსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:02, 28 სექტემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მონოპტეროსი – (ძვ. ბერძ. ὁ μονόπτερος — „ერთფრთიანი”), ანტიკური მრგვალი ფორმის ტაძარი, ცელას გარეშე, წარმოადგენს წრიულად განლაგებულ გადახურულ სვეტნარს, შეყენებულს საფეხურებით დანაწევრებულ მრგვალ პოდიუმზე.


მონოპტერი წარმოადგენს მარტივ, არქეტიპულ არქიტექტურული კომპოზიციას, რომელიც შედგება ერთი კოლონადისა და მასზე დაყრდნობილი გადახურვისგან, როგორც წესი, ანტაბლატურის გარეშე. პირველი მონოპტეროსი აშენდა ძველ საბერძნეთში, შემდეგ ფართოდ გავრცელდა XVII-XIX საუკუნეების კლასიციზმის, ბაროკოს, როკოკოს და ნეოკლასიციზმის ეპოქაში. მონოპტეროსის ფორმა გამოიყენებოდა საზაფხულო გასართობი პავილიონების ასაშენებლად ლანდშაფტური სტილის პარკებში და მას ახალი სახელი ერქვა: კოლონადები, ბელვედერი.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები