მონტაჟი (კინო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:26, 28 სექტემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მონტაჟი – ტერმინი, რომელსაც კინემატოგრაფიულ პრაქტიკაში ორი მონათესავე და ამავე დროს ერთმანეთისაგან განსხვავებული – მნიშვნელობა აქვს. მონტაჟი ფილმის წარმოების დამამთავრებელი შემოქმედებითი და ტექნიკური პროცესია, რომლის დროსაც ფირზე გადაღებული მასალა დამუშავების რამდენიმე ეტაპს გაივლის და საუკეთესო კადრები ერთიანდება მთლიან კომპოზიციად. მონტაჟი ეწოდება აგრეთვე აზრობრივ, ხმოვანხედვით და რიტმულ შესატყვისობას ცალკეულ კადრებს შორის. მონტაჟი ორგანულადაა დაკავშირებული ფილმის დრამატურგიასთან და კომპოზიციასთან. ფილმის ეპიზოდის მონტაჟური გადაწყვეტა გამომდინარეობს რეჟისორის იდეურ-მხატვრული ჩანაფიქრიდან.