კინირასი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:14, 5 ოქტომბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კინირასი – (ბერძნ.) კვიპროსის მეფე, აპოლონის ვაჟი.
კინირასმა კუნძულ კვიპროსის მოსახლეობას ასწავლა მუსიკა, ცეკვა და მრავალი სხვა სასარგებლო საქმე. მანვე დააწესა ქალაქ პაფოსში აფროდიტე პაფოსელის კულტიც. ერთ-ერთი მითოსის თანახმად, იგი ქალაქ ბიბლოსში დაიბადა და კვიპროსზე ფინიკიური კულტურა გაავრცელა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა მითი კინირასისა და მისი ქალიშვილის, მირას, შესახებ, რომელთა სისხლაღრევითი ურთიერთობით იშვა ამქვეყნად ადონისი. კინირასი უნებლიე ცოდვას ემსხვერპლა: როცა შეიტყო, რაც ჩაიდინა, კვიპროსის მეფემ თავი მოიკლა.