ჩარკვიანი თამარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:21, 5 ოქტომბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
თამარ ჩარკვიანი — დაიბადა 1962 წლის 22 სექტემბერს. — მუსიკოსი, პოლიტიკოსი და პუბლიცისტი.
განათლება — თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო განყოფილება 1980-1986.
სამუშაო გამოცდილება
- ტელე-რადიო მაუწყებლობის კომიტეტი მუსიკალური რედაქტორი; მუსიკალური რედაქციის მთავარი რედაქტორის მოადგილე, მუსიკალური განყოფილების კოორდინატორი. ავტორი და წამყვანი გადაცემების – „კოლაჟი“ და „მუსიკალური შეხვედრები“ 1986-2005;
- თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, ესთეტიკისა და ხელოვნებათმცოდნეობის კათედრა, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის სპეციალურ მუსიკალურ სკოლა, საფორტეპიანო კათედრის პედაგოგი 1987-2012.
- 1995 წელს, გაზეთ „ლიტერატურულ საქართველოში“ პირველად გამოქვეყნდა თამარ ჩარკვიანის მოთხრობები.
- 2008 წელს გამოიცა მისი პუბლიცისტური წერილებისა და მოთხრობების პირველი კრებული – „რა ჟამს აღსდგე ძილისაგან“.
- 2009 წელს, ჯანსუღ ჩარკვიანთან ერთად მან დააფუძნა გაზეთი „ქართული სიტყვა“ – ლიტერატურა, ხელოვნება, პოლიტიკა.
- შპს „მორკინალის“ – ვიცე-პრეზიდენტია 2012;
- შპს „პირველი საავადმყოფოს“ – დირექტორის მოადგილე და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი 2012-2015.
- ჟურნალისტთა საერთაშორისო ფონდის „ოქროს ფრთის“, პრეზიდენტი 2008-2011
- 2019 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა პოლიტიკური პარტია „კანონი და სამართალი“.
- საარჩევნო ბლოკის „სტრატეგია აღმაშენებლის“ თანადამფუძნებელი 2020 წლიდან.
- მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი 2020 წლიდან: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“