მიუზიკლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:21, 6 ოქტომბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მიუზიკლი "ჩხიკვთა ქორწილი", ანსამბლი "ივერია"
მიუზიკლი – (ინგლ. Musical) მუსიკალურ-თეატრალური ჟანრი, რომელიც შეიქმნა ამერიკაში XX საუკუნის დასაწყისში. მიუზიკლისათვის დამახასიათებელია სინთეზურობა. აქ დრამატული მოქმედება, მუსიკა, ცეკვა, სიმღერა ერთმანეთს ერწყმის. ხშირად მასში შეთავსებულია პაროდია და დრამატიზმი, გროტესკი და ლირიკა.