მიუზიკ-ჰოლი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:33, 6 ოქტომბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მიუზიკ-ჰოლი – (ინგლ. music hall - საკონცერტო დარბაზი), ერთგვარი თეატრი, რომელიც საკონცერტო წარმოდგენებს მართავს. წარმოიშვა XVIII საუკუნის დასაწყისში ინგლისში – ტავერნებში (პირველ ხანებში ეწოდებოდა – saloon-theatre – სამიკიტნოს თეატრი). შემდეგში იქმნებოდა პატარა, მოძრავი თეატრები, რომელთა წარმოდგენები შედგებოდა ცალკეული ნომრებისა, მცირე პიესების, ცეკვა სიმღერისა და საბალაგანო წარმოდგენებისაგან.