ხალხური დრამა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:15, 6 ოქტომბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ხალხური დრამა – ხალხური სცენური წარმოდგენები, რომლებიც იქმნებოდა ხალხური პოეტური შემოქმედების საფუძველზე. თაობათა ცვლისას ხალხური დრამა განიცდიდა სხვადასხვა სახეობის ხალხური შემოქმედების გავლენას. ხალხური დრამის წარმოდგენებს არ ჰქონდათ სცენა, კულისები, დეკორაციები. მისი საერთო სტილისათვის დამახასიათებელი იყო ტრაგედიისა და ფარსის ელემენტების შერწყმა. პროფესიული თეატრის განვითარების შემდეგ ხალხური დრამა თანდათან გაქრა.