ოლოზის წმინდა გიორგის ეკლესია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:18, 7 ოქტომბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ოლოზის წმინდა გიორგის ეკლესია - ეკლესია მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, გორის მუნიციპალიტეტში, მისგან სამხრეთ–დასავლეთით 14 კილომეტრში მდებარე სოფელ ოლოზის დასაწყისში, მთის ფერდობზე.
აღწერილობა
წმ. გიორგის ეკლესია (დაუთარიღებელია) დარბაზულია (6,2X4,2), ნაგებია ქვიშაქვით, გამოყენებულია შირიმისა და მოზრდილი ქვებიც. ძლირე დაზიანებულია. ჩანგრეულია კამარა, კონქი და კედლების ზედა ნაწილები. შიგნიდან არქიტრავიანი, გარედან თაღოვანი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ნახევარწრიული აფსიდი დარბაზისაგან გამოყოფილია მცირე მხრებით. აფსიდის ღერძზე თაღოვანი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს ღრმა, თაღოვანი ნიშებია. დარბაზის გრძივ კედლებზე წყვილი ერთსაფეხურიანი პილასტრია. სახურავი კრამიტისა იყო.