ბაზილიკური შენობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:59, 8 ოქტომბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბაზილიკური შენობა – წაგრძელებული სწორკუთხა ფორმის გეგმის მქონე შენობა, დაყოფილი გრძივად განლაგებული სვეტების ან ბოძების (პილონების) რიგებით კენტ ნაწილებად (ნავებად), რომელთაც დამოუკიდებელი გადახურვა აქვთ; შუა მთავარი ნავი გვერდითებზე მაღალია და მისი კედლების ზედა ნაწილში გამოჭრილი სარკმელები გვერდითს ნავებს დაჰყურებს თავზე.