ობერეკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:01, 8 ოქტომბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ობერეკი – პოლონური ხალხური წყვილთა ცეკვა სწრაფ ტემპში, სამწილად ზომაში. წარმოიშვა კუიავიაში. მახვილი ჩვეულებრივ მეორე ტაქტის მესამე წილადზე მოდის.