შარავანდი (კინო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:06, 19 ოქტომბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შარავანდი – გამოსახულების არამკაფიო, გართხმული მუქი ზღვარი ფირზე, რომელიც თანდათან გადადის ნათელ ტონებში. მსგავსი სურათი მიიღება ფირზე (ფირფიტაზე) კაშკაშა, მკვეთრი მოხაზულობის მქონე ობიექტების (მაგ.: ნათურის) გადაღებისას.

განასხვავებენ გაფანტვისა და არეკვლის შარავანდებს.

გაფანტვის შარავანდი, რომელსაც აგრეთვე დიფუზიურს უწოდებენ, წარმოიქმნება ემულსიურ ფენაში შუქის მრავალჯერადი გაფანტვის შედეგად. გაფანტვის შარავანდის სიდიდე განსაზღვრავს თანამედროვე ფოტოგრაფიული მასალების სიმკვეთრეს და დეტალიზაციის უნარს.

არეკვლის შარავანდი წარმოიქმნება ფირის ფუძის უკანა ფენიდან (ემულსიის გავლით) სინათლის არეკვლით. თანამედროვე ფირებს გააჩნიათ შარავანდსაწინააღმდეგო ფენა, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს შარავანდის სიდიდეს.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები