ოფ ბიტი (ჯაზი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:05, 19 ოქტომბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ოფ ბიტ-ი – ჯაზის ექსტაზური ხასიათის გამოხატულება. ეს ცნება უფრო რთულია, ვიდრე მარტივი სინკოპირება. ამ ცნების დედააზრი იმაშია, რომ მელოდიური აქცენტები უნდა ხვდებოდეს მეტრულ აქცენტებს შორის (ძირითადი დარტყმების – ბიტ-ის შორის). აფრიკელების მთელი დოლური მუსიკა შედგება ოფ ბიტისაგან. ოფ ბიტი მთავარი რიტმული პრინციპია ჯაზში.