პა დე ბასკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:50, 20 ოქტომბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პა დე ბასკი – (ფრანგ. Pas de basque), ცალი ფეხიდან მეორეზე ნახტომი, რომლის დროსაც მომუშავე ფეხი გაივლის demi rond de jambe მოძრაობას მომდევნო გადაბიჯებით ფეხიდან ფეხზე. პა დე ბასკი სრულდება სრიალა მოძრაობით (ფეხის იატაკიდან მოუცილებლად) და ფეხის მაღლა აწევით ნახტომის დროს (gran pas de basque) წინ, უკან, ან ბრუნვაში. ხალხურ ცეკვებში გვხვდება სხვადასხვაგვარიპა დე ბასკის მრავალი სახეობა, რომლებიც სრულდება იატაკზე სრიალით, მოღუნული ან გაჭიმული ფეხის მაღლა აწევით.