პანორამირება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:18, 21 ოქტომბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პანორამირება – კინოგადაღების ხერხი, როდესაც კინოკამერა ტრიალებს თარაზული ან შვეული (ანდა ერთდროულად ორივე) მიმართულებით. პანორამირება კამერით მსგავსია ადამიანის მიერ დათვალიერების დროს თავისა და თვალის მოძრაობისა. ფილმის გადაღების პროცესში პანორამირება გამოიყენება ეკრანზე დიდი სივრცეების პანორამების საჩვენებლად და მოძრავი ობიექტების გადასაღებად.