პანორამული კინო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:21, 21 ოქტომბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პანორამული კინო – კინემატოგრაფის სახე, რომელშიც გამოიყენება ძალზე ჩაზნექილი, დიდი კუთხით (ჰორიზონტალურად 150-1700-მდე) ნახევარრკალის მაგვარი ეკრანი, რის გამოც თითქმის არ შეიმჩნევა ეკრანული გამოსახულების საზღვრები. პანორამული გამოსახულების ცენტრში მყოფი მაყურებელი თავს ისე გრძნობს, თითქოს იგი რეალური ცხოვრების პირობებში იყოს და განიცდის „მონაწილეობის ეფექტს“.