პანჩი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:35, 21 ოქტომბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პანჩი – ინგლისური თოჯინების სახალხო თეატრის პერსონაჟი. პირველად გაჩნდა ინგლისში 1662 წ. იტალიური თოჯინების თეატრის წარმოდგენებში. დროთა განმავლობაში გადაიქცა მასხარას მუდმივ ნიღბად თოჯინების სპექტაკლებში.

პანჩი კუზიანია, წაწვეტებული ჩაჩი ახურავს, გრძელი, მოკაუჭებული ცხვირი აქვს, დროსტარებას გადაყოლილი ბედოვლათი და ჩხუბისთავია. ეს ნიღაბი პულჩინელას, პოლიშინელის, პეტრუშკას თანამოძმეა. XVIII საუკ. ბოლოდან პანჩი იქცა ხელით სათამაშო თოჯინად, ცენტრალური ადგილი დაიკავა სპექტაკლში, პანჩი წარმოადგენს ფეოდალურ-ბურჟუაზიული წყობილების, რელიგიის წინააღმდეგ „მდაბიოთა“ ანარქისტული ამბოხის განსახიერებას.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები