პაროდია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:25, 22 ოქტომბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პაროდია – (ძვ. ბერძნ. παρά „იქვე, პირდაპირ” და ᾠδή „სიმღერა”), ლიტერატურული ჟანრი, ნაწარმოები, სადაც ხელოვნების რომელიმე მოვლენა კომიკურად ან სატირულად, ახლებურადაა გააზრებული.
პაროდია – კომედიის, სატირის თავისებური განშტოებაა. დასცინის რა ამა თუ იმ მოვლენას, პაროდია იწვევს ირონიულ, კრიტიკულ ან უარყოფითს დამოკიდებულებას მის მიმართ. პაროდია როგორც მხატვრული პოლემიკისა და კრიტიკის ერთ-ერთი მძლავრი საშუალება, ფართოდ გამოიყენებოდა დრამატურგიასა და თეატრში, ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში. პაროდია განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ცირკში, თოჯინების თეატრსა და ესტრადაზე.