პარტერი (თეატრი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:39, 22 ოქტომბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პარტერი – სანახაობითი დარბაზის ქვედა სართული მაყურებელთა ადგილებით. პარტერის ადრინდელი ფორმა იყო ცენტრალური ნახევარწრიული მოედანი მაყურებელთა ადგილების რიგებითურთ – ძველრომაულ თეატრში ლოჟების იარუსებით შემოვლებული პარტერი პირველად აიგო იტალიაში XVII საუკუნის დასაწყისში. პირველ ხანებში პარტერი განკუთვნილი იყო მდაბიოთათვის და დასაჯდომი ადგილები არ ჰქონდა. შემდგომში სკამებიც დადგეს, მაგრამ წინა ნაწილი მაინც დიდგვაროვანთათვის იყო გამოყოფილი, თანამედროვე პარტერში მაყურებელთა ადგილები განლაგებულია რიგებად, ორკესტრის ბარიერის პარალელურად და აქვს განივი და გასწვრივი გასასვლელები, რომლებიც მიემართება დარბაზიდან გასასვლელი კარებისაკქნ.