პლანი (თეატრი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:59, 31 ოქტომბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პლანი – (ლათ. planus), სასცენო მოედნის ნაწილი, რამპის პარალელურად განლაგებული. სიგანე (სიღრმე) უდრის 1,5-1,8 მ (ეს დამოკიდებულია მანძილზე სოფიტებს შორის, რომელთა რაოდენობა განსაზღვრავს პლანების რიცხვს). პირველ პლანს (პორტალური თაღიდან) ნულოვანი ეწოდება, მომდევნოს –პირველი, მეორე და ა.შ.