პუანტები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:15, 3 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პუანტები (უფრო ზუსტად „ცეკვა პუანტებზე“) – (ფრანგ. pointe), ცეკვა თითის წვერებზე, ისე რომ ფეხის ზურგი დაჭიმულია; ქალთა კლასიკური ცეკვის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი. პუანტებზე ცეკვა მოითხოვს განსაკუთრებულ საბალეტო ფეხსაცმელს მაგარი ცხვირით, როგორც მხატვრული გამოსახვის საშუალებამ, პუანტებზე ცეკვამ განსაკუთრებული გამოყენება პოვა რომანტიკულ ბალეტში.