ოლდ ვიკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:44, 3 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოლდ ვიკი

„ოლდ ვიკი“ – (ინგლ. Old Viс Theatre), უდიდესი ინგლისური თეატრი, შეიქმნა 1818 წ. ლონდონში. პირველ ხანებში ეწოდებოდა „კობურგ ტეატრ“ (Royal Coburg Theatre). მის რეპერტუარში იყო სენსაციური მელოდრამები, არლეკინადები. 1871 წ. თეატრი გადაკეთდა მეორეხარისხოვან მიუზიკ-ჰოლად. ჟანრის მიხედვით თუმც მიუზიკჰოლად რჩებოდა, მაგრამ, ამავე დროს, იგი კულტურულ-საგანმანათლებლო ამოცანებსაც ისახავდა. აწყობდნენ ლექციებს, იწვევდნენ კარგ ორკესტრებს. „ოლდ ვიკის“ თეატრში დაიდგა შექსპირის ყველა პიესა, ჩამოყალიბდა საოპერო და საბალეტო დასები. დროთა განმავლობაში „ოლდ ვიკი“ ქვეყნის წამყვანი თეატრი გახდა.




წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები