რადიოპიესა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:35, 3 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რადიოპიესა – რადიოპიესის ჟანრი განისაზღვრება მისი ესთეტიკური თავისებურებით თეატრისა და ეპოსისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით. ეს თავისებურება უპირველეს ყოვლისა განისაზღვრება იმით, რომ რადიოპიესა ფლობს მხატვრული თვითრეალიზაციის მხოლოდ ერთ საშუალებას – აკუსტიკას. ესთეტიკური ეფექტი მიღწეულია მხოლოდ სმენით აღქმული ადამიანის ხმების, მუსიკის, ბგერების, ხმაურის და სიჩუმის სხვადასხვა კომბინაციებით – რადიოპიესის მხატვრული პალიტრა უფრო ღარიბია, ვიდრე თეატრის, კინოს ან ტელევიზიის გამომსახველი საშუალებები. რადიოპიესა, თეატრისაგან განსხვავებით, არ იძლევა (არ მოგვცემს) გამზადებული სანახაობით მასალას, იგი მსმენელისაგან მოითხოვს უფრო მეტ სულიერ აქტივობას, უფრო დიდ შემოქმედებით თანამონაწილეობას.