სინთეზი (უნარ-ჩვევა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:55, 4 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სინთეზი – სინთეზი - სინთეზი არის სააზროვნო უნარ-ჩვევა, რომელიც ანალიზის საწინააღმდეგო პროცესს წარმოადგენს. სინთეზი გულისხმობს ცალკე მოცემული ელემენტების (ნაწილების, თვისებების) გონებაში გაერთიანებას ახალი სტრუქტურული მთლიანობის სახით: მაგალითად, ნაწილებისგან ახალი მთელის შედგენა, ცალკე თვისებების გაერთიანება ახალი მთლიანი შინაარსის სახით და ა. შ.

ბ. ბლუმის მიხედვით, სინთეზი არის აზროვნების ზედა დონის უნარ-ჩვევა და მასში იგულისხმება:

  • ნაწილების შეერთება ახალი სტრუქტურის (მაგ. ტექსტის) შესაქმნელად
  • ჰიპოთეზის წამოყენება
  • კვლევის ან რეფერატის დაგეგმვა
  • შემოქმედებითი პროდუქტის შექმნა
  • პრობლემის გადაჭრის ალტერნატიული გზების წამოყენება
  • პრობლემის გადაჭრისათვის საჭირო მოქმედებების დაგეგმვა
  • ახალი პროდუქტის (ინტელექტუალური ან მატერიალური) შექმნა ან გამოგონება.


წყარო

განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები