რელიეფი (სკულპტურა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:17, 5 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რელიეფი – სკულპტურული გამოსახულება სიბრტყეზე. გამოყოფენ ორი სახის ქანდაკებას. ესენია: მრგვალი ქანდაკება, რომელიც გამიზნულია ყველა მხრიდან აღსაქმელად და რელიეფი, რომელშიც მოცულობითი გამოსახულება სიბრტყეზე მდებარეობს. რელიეფს შეიძლება ჰქონდეს დამოუკიდებელი დაზგური მნიშვნელობა ან წარმოადგენდეს არქიტექტურული ან სკულპტურული ნაწარმოების ნაწილს.