რეპეტიცია (კინო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:42, 5 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რეპეტიცია – მსახიობებთან რეჟისორის მუშაობის ძირითადი ფორმა ფილმის გადაღების დაწყებამდე. რეპეტიციას რეჟისორი ატარებს ერთდროულად ან შემსრულებელთა გარკვეულ ჯგუფთან, აგრეთვე ცალკეულ მსახიობებთან ინდივიდუალურად. რეპეტიცია ხანგრძლივი ძიების პროცესია, რის შედეგადაც მსახიობი რეჟისორის ხელმძღვანელობით ქმნის ფილმისათვის საჭირო იერსახეს.