რეპორტაჟი (კინო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:05, 5 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რეპორტაჟი – დოკუმენტური კინოს გადაღების ერთ-ერთი მეთოდი; იგი შეიძლება იყოს მოვლენითი ან პრობლემურ-თემატური.
მოვლენის ამსახველი რეპორტაჟი ოპერატიული ინფორმაციაა ქვეყნის საშინაო თუ საგარეო ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებზე, ფაქტებზე, რომელთაც პოლიტიკური, საზოგადოებრივი, კულტურული თუ მეცნიერული მნიშვნელობა აქვთ. მოვლენათა ამსახველი რეპორტაჟი უმეტესად გვიჩვენებს თუ როდის და როგორ ხდება ეს მოვლენები და ამდენად მაყურებელს მათ მოწმედ ხდის. პრობლემურ რეპორტაჟებში მოვლენისეულ ფაქტორს მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. ასახული მოვლენა ხშირად მხოლოდ საბაბია ამა თუ იმ პოლიტიკურ თუ მორალური ხასიათის პრობლემაზე მაყურებელთა ყურადღების გასამახვილებლად ან კიდევ ცხოვრების ახალი მოვლენის გამოსაკვლევად.