ღურჯუა ვასილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:15, 17 იანვარი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვასილ ღურჯუა - დაიბადა ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტამიშში. იყო აქტიური სოციალ-დემოკრატი. 1905 წლის დეკემბრის ბოლოდან 1906 წლის ივნისამდე იჯდა სოხუმის ციხეში სერგო ორჯონიკიძესთან, არზაყან ემუხვართან და თედო სახოკიასთან ერთად.

1919 წ. თებერვლიდან აფხაზეთის სახალხო საბჭოს წევრია. მაშინ იქნა არჩეული საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრადაც. შემორჩენილია საქართველოს დამფუძნებელი კრების ერთ-ერთ სხდომაზე წარმოთქმული მისი გამოსვლა, რომელშიც იგი საქართველოს დამოუკიდებლობას და მის შემადგენლობაში აფხაზეთის არსებობას უჭერს მხარს. ვასილ ღურჯუა 1924 წლის აჯანყების დროს დახვრიტეს. ის იყო აფხაზი და ქართველი პატრიოტი.


წყარო

ჯემალ გამახარია. „აფხაზი და ქართველი პატრიოტები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების სათავეებთან“ გაზ. ჩემი აფხაზეთი, №11,-2010 წლის ივლისი

კატებორის:სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები კატებორის:აფხაზეთის სახალხო საბჭოს წევრები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები