ნარცისი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:20, 8 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

ნარცისი მ. კარავაჯოს ნახატი (1609 წ.), რომი, ნაციონალური მუზეუმი
ნარცისი (ნარკისოსი) – (ბერძნ.) მშვენიერი ჭაბუკი. ზღვის ღმერთის, კეფისოსის და ნაიადა ლირიოპეს ვაჟი.
ნარკისოსმა თავისი გამოსახულება იხილა წყალში, შეიყვარა და ამ სიყვარულით დალია სული. ღმერთებმა იგი ყვავილად გარდასახეს და ამ მშვენიერ ყვავილს მისი სახელი უწოდეს (ექო). ნარკისოსის მითოსზეა შექმნილი კალდერონის დრამები, გლუკისა და სკარლატის ოპერები და სხვა.
გადატანითი მნიშვნელობით ნარკისოსს (ნარცისს) უწოდებენ საკუთარ თავზე შეყვარებულ ადამიანს.