მარკეტრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:46, 8 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მარკეტრი – (ფრანგ. marqueterie), დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების სახეობა, როდესაც საგანს რთავენ მასზე მიწებებული სხვადასხვა ჯიშის ხის, ზოგჯერ სპილოს ძვლის, ლითონის, სადაფის და სხვა ფიგურული ფირფიტებით; ასეთი ფირფიტებისაგან დამზადებული სამკაული, ნახატი.