რომაული თეატრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:53, 10 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რომაული თეატრი – რომაული დრამა და, თეატრი საწყისებს იღებენ მოსავლის აღებისადმი მიძღვნილი დღესასწაულებიდან, რომლებიც სოფლად იმართებოდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა რომი წარმოადგენდა ლაციუმის პატარა თემს. ამ დღესასწაულების მორთულ-მოკაზმული მონაწილეები ერთმანეთს ეშაირებოდნენ დამცინავი, უხეში სიმღერებით, რომელთაც ფესცენინები ეწოდებოდათ. რომაელი მსახიობები დაბალ საზოგადოებრივ ფენას განეკუთვნებოდნენ. ისინი ერთიანდებოდნენ დასებად; დასის სათავეში იდგა მეპატრონე, რომელიც მართავდა თეატრალურ წარმოდგენებს და ხშირად თვითონაც მონაწილეობდა მასში – ასრულებდა მთავარ როლებს. რომაულმა თეატრმა დიდი როლი შეასრულა მსოფლიო თეატრის განვითარებაში.