ნისლოვანა (კინო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:04, 11 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ნისლოვანა ანუ ატმოსფერული ნისლოვანა – სინათლის გაფანტვა ჰაერის ფენებში (რაც აშკარად ჩანს მხოლოდ ჰაერის სქელ ფენებში), მტვრის უხილავ მარცვლებში და სხვადასხვა შენაერთებში, რომლებიც არღვევენ ჰაერის ფენის ერთგვაროვნებას. ნისლოვანა ძლიერ ასუსტებს გამოსახულების კონტრასტს და ქმნის კადრში საერთო ვუალს. ნისლოვანას გამოიყენებენ ხოლმე როგორც ეფექტურ გამომსახველობით საშუალებას კადრში სივრცის სიღრმის ე ი. ტონალური პერსპექტივის გადმოსაცემად.