ამბარას ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:13, 23 იანვარი 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამბარას ეკლესია - ამბარაში შემონახულია ადრე შუა საუკუნეების ხანის ქართული ხუროთმოძღვრების კომპლექსი - ეკლესია (VII –VIII სს.), ზღუდე (შუა საუკუნეები) და საერო შენობათა ნანგრევები (X ს.). ეკლესია ტლანქად დამუშავებული ქვის კვადრებითაა შემოსილი. მან ჩვენამდე თითქმის პირვანდელი სახით მოაღწია, იგი ე.წ. სამეკლესიიანი ბაზილიკის ტიპის ნაგებობაა. მას დასავლეთ მხარეს ორსართულიანი ნართექსი და პატრონიკეები აქვს. მთავარი ნავის გადამხურავი კამარა გვიან შუა საუკუნეებშია აღდგენილი. ამბარის სამეკლესიიანი ბაზილიკა მნიშვნელოვანი ნიმუშია ამ ტიპის არქიტექტურულ ძეგლთა შორის.

სარჩევი

ადგილმდებარეობა

საქართველო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა. გუდაუთის მუნიციპალიტეტი, მიუსერას კონცხი.

კომპლექსში შემავალი ნაგებობები

ეკლესია, ზღუდე, საერო შენობათა ნანგრევები.

ამჟამინდელი მდგომარეობა

ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რის გამოც ტაძრის შესწავლა და შესაბამისი სამუშაოების შესრულება შეუძლებელია. ტაძარი მძიმე ფიზიკურ მდგომარეობაშია, ესაჭიროება სასწრაფო რეაბილიტაცია.

ამბარას ეკლესიას მინიჭებული აქვს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი

ბიბლიოგრაფია
  1. ამბარა //საქართველო: ენციკლოპედია.-თბ.,1997.-გვ.120. გუდაუთის რაიონში შემორჩენილი ხუროთმოძღვრული კომპლექსის (VII-VIII სს.ეკლესია, შუა საუკუნეების ზღუდე და X ს. სამოქალაქო შენობათა ნანგრევები) მოკლე დახასიათება.
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია.ტ.I.-თბ.,1975.-გვ.351. სოფ. ამბარას მატერიალური და კულტურული ძეგლების მოკლე აღწერილობა.
  3. Храм урочища Амбара //Сборник сведении о Кутаиской губернии.-1886.-Вып.3.-82-86.
  4. Пачулиа В. По древней но вечной молодой Абхазии.-Сухуми.,1969.-с.151.
  5. Пачулиа В. В краю золотого руна(Исторические места и памятники Абхазии).-М.,1964.-с.88 с илл.
  6. Пачулиа В. Абхазия-край туризма.-Сухуми.,1975.-с.68 с илл.
  7. Левинтас В. Храм Амбара //Сов. Абхазия.-1979.-30 мая.
  8. И.Н. Абхазия и в ней Ново-Афонский Симоно-Кананитский монастырь.-М.,с.105-107.
  9. ბერძენიშვილი ი. აფხაზეთის ”სამეკლესიანი ბაზილიკები” //საქართველოში ქარისტიანობის გავრცელების 2000 წელი. სამეცნიერო კონფერენცია. მართლმადიდებლობა აფხაზეთში და ეროვნული თვითიდენტიფიკაციის საკითხები. მოხსენებების კრებული.I.თბ.,2005.-გვ.56-62. მოკლე ინფორმაცია ამბარის ქვარგვალითა და შირიმის ქვით ნაგები დაზიანებული ეკლესიის შესახებ. ტექსტი ქართ. და რუს. ენებზე.
  10. შრვაშიძე ლ. აფხაზეთის სამეფოს უცნობი ძეგლები სოფ. ხუაფში //არქეოლოგიური კვლევა-ძიება საქართველოში 1969 წელს.-თბ.,გვ.95-96. ამბარას დარბაზული ტიპის, ნაშთების სახით შემორჩენილი ეკლესიის აღწერილობა. აღნიშნულია ძვლის ჩუქურთმიანი ფირფიტის ნატეხები ვაზის ლერწის (პირველად აფხაზეთში) სტილიზებული ბარელიეფური გამოსახულებით.

წყარო

  • კულტურული მემკვიდრეობა აფხაზეთში Cultural heritage in Abkhazia / აფხაზეთის მთავრობა, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო; სარედაქციო კოლეგია: ირაკლი გელენავა (მთავარი რედაქტორი), გიორგი პატაშური, ქეთევან დავითაია; თარგმნა: მარიკა ლომაძე, ქეთევან დავითაია.
  • საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები