პასტელი − (იტალ. pastello)
- უბუდო ფერადი ფანქრები, ფერადი ფხვნილისაგან შედგენილი. ასეთი ფანქრებით შესრულებული ნახატი ან ფერწერა (რომლებიც ასევე პასტელად იწოდება), გამოირჩევა სუფთა ტონალობით, ფაქიზი ხავერდოვანი ზედაპირით.
- ნახატი, შესრულებული ასეთი ფანქრებით.
წყარო
ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი