დაბნელება (კინოგადაღების ხერხი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:57, 12 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დაბნელება – ეკრანზე გამოსახულების თანდათანობითი გამუქება. და ბოლოს სრული გაქრობა. გამოიყენება საპირისპირო ხერხიც – დაბნელებიდან, როდესაც ეკრანის მუქ ფონზე თანდათან გამოჩნდება (განათდება) გამოსახულება.
ხერხი – „დაბნელება“ ქმნის დროის შუალედის შთაბეჭდილებას ორ მომიჯნავე სცენას შორის. დაბნელების არსი მდგომარეობს ყოველი მომდევნო ნეგატიური კადრის ექსპოზიციის შემცირებაში (ამასთან ერთად მცირდება სიმუქეც), რის შედეგად ეკრანზე (პოზიტივში) მიიღება დაბნელების ეფექტი. დაბნელება მიიღება: თვით გადაღების პროცესში ობტიურატორის ჭრილის (სექტორის) თანამიმდევრული შემცირებით (ავტომატიურად), უკვე გადაღებული და გამჟღავნებულ მასალაზე კონტრატიპირების პროცესის გამოყენებით ან კიდევ გამჟღავნებულ მასალის ქიმიური დამუშავების გზით.