ინტელექტუალური კინო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:34, 24 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
„ინტელექტუალური კინო“ – ტერმინი, რომელიც შემოიღო ს. ეიზენშტეინმა 1928 წელს. ეიზენშტეინს სურდა ეპოვნა კინემატოგრაფიული სახიერების ისეთი საშუალებანი, რომელთა მეოხებითაც შესაძლებელი იქნებოდა რევოლუციის იდეების უშუალოდ გამოხატვა. ინტელექტუალური კინოს თეორიას რომ ქმნიდა, ეიზენშტეინი ცდილობდა გაეძლიერებინა კინოს შემეცნებითი ფუნქციები, მისი როლი ხალხთა მასების შეგნების გარდაქმნაში. ეიზენშტეინმა აღმოაჩინა პრინციპი „შინაგანი მონოლოგისა“, რომელიც მიზნად ისახავდა გმირის ფსიქოლოგიური იერსახის ღრმა გახსნას.