ინტერიერი (სცენაზე)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
22:49, 24 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ინტერიერი – (ფრანგ. intérieur - შიდა), დეკორაცია, რომელიც ასახავს შიგნითა შემოზღუდულ სივრცეს: შენობის შიგნითა ნაწილს, გამოქვაბულს, რკინიგზის ვაგონს, თვითმფრინავის კაბინას და ა. შ. ინტერიერი ხშირად დაკავშირებულია პეიზაჟთან, რომელიც მოჩანს ფანჯრიდან ან სხვა სანათურიდან. ზოგჯერ დეკორაცია ერთდროულად ინტერიერსაც ასახავს და პეიზაჟსაც.