კადანსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:47, 25 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კადანსი – (იტალ. cadenza), ჰარმონიული ან მელოდიური საქცევი, რომელიც ამთავრებს მუსიკალურ ნაწარმოებს, მის ნაწილს ან ცალკეულ ნაგებობას. ძირითადი ჯგუფებია: მყარი კადანსები (მთავრდებიან ტონიკით), და მერყევი კადანსები (მთავრდებიან კილოებრივად მერყევი თანაბგერადობით ან ბგერით). კადანსების კლასიფიკაცია (ავთენტური, პლაგალური, ნახევარი, შეწყვეტილი, შეჭრილი და ა. შ.) და მათი ხმათა მოძრაობის წესები მოცემულია მოძღვრებაში „ჰარმონიის“ შესახებ. კადანსის კილოებრივი და მეტრორიტმური. განსაზღვრულობა განაპირობებს მის ფორმის შემქმნელ მუსიკალურ-სინტაქსურ როლს – მუსიკალური ნაწარმოების დანაწევრებას ცალკეულ ნაგებობებად, ფუნქციონალური და ლოგიკური ურთიერთობის დამყარებას მათ შორის.