ქალვაჟიანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:21, 25 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ქალვაჟიანი – ქალიშვილისა და ვაჟის დიალოგი, რომელიც შედიოდა ქართულ ხალხური სახიობის რეპერტუარში. ზოგიერთი მათგანი იდეური შინაარსისა და მორალის მიხედვით შეიძლება მიეკუთვნოს სასახლის სახიობას. ესაა ტექსტი, რომელიც ქებათაქებას ასხამს ხორციელ სიყვარულს.