კაპელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
23:25, 26 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კაპელა - (იტალ. Cappella), პროფესიული საგუნდო კოლექტივი, აგრეთვე საეკლესიო მგალობელთა გუნდი.
კაპელა ერქვა კათოლიკური სამლოცველოს ან ეგვტერს ეკლესიაში, რომელშიც თავსდებოდა საეკლესიო გუნდი; მოგვიანებით ეს სახელწოდება შემორჩა თვით გუნდს.
შუა საუკუნეების კაპელები მხოლოდ ვოკალური იყო, ინსტრუმენტალისტების მონაწილეობის გარეშე, აქედან ტერმინი – აკაპელა (a cappella) ინსტრუმენტული მუსიკის განვითარებასთან ერთად კაპელები გადაიქცნენ შერეულ ანსამბლებად, რომლებიც აერთიანებდნენ მომღერლებს და ინსტრუმენტალისტებს (მაგ., თავადების კაპელები) კაპელები ხშირად პროფესიული მუსიკალური კულტურის მსხვილ ცენტრებს წარმოადგენდნენ; კაპელებში მუშაობდნენ გამოჩენილი კომპოზიტორები: ბახი, ჰაიდნი და სხვ.
წყარო
- ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი
- მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი