ქალაქთმშენებლობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:11, 13 დეკემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ქალაქთმშენებლობა - ქალაქების დაგეგმარებისა და მშენებლობის თეორია და პრაქტიკა სოციალურ - ეკონომიკური, სანიტარიულ-ჰიგიენური ტექნიკურ-სამშენებლო დი არქიტექტურულ ღონისძიებათა კომპლექსის გათვალისწინებით. საბჭოური ქალაქთმშენებლობის არქიტექტურულ - დაგეგმარებითი პრინციპები ითვალისწინებს ისეთი საცხოვრებელ რაიონების შექმნას, რომლებისთვისაც დამახასიათებელი იქნება გარკვეული არქიტექტურული ერთობლიობა და რომლებიც უზრუნველყოფს მცხოვრებთა ყოველმხრივ კულტურულ-საყოფაცხოვრებო და კომუნალურ მომსახურეობას.