როსტვერკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:44, 13 დეკემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
როსტვერკი − (გერმ. Rostwerk < Rost „გისოსი“ და Werk „ნაგებობა, სიმაგრე“),
- ნაგებობის ან შენობის ხელოვნური საფუძველი (ხის ბეტონის, ან რკინა-ბეტონის), რომელიც გამოიყენება სუსტი ნიადაგის გასამაგრებლად.
- ნაგებობის საძირკვლის ქვედა ნაწილი, რომელიც ანაწილებს დატვირთვას საფუძველზე. რომელიც შეიძლება ხიმინჯებიანიც იყოს. როსტვერკის კონსტრუქცია ადრე წარმოადგენდა ჯვარედინად განლაგებულ ძელებს, რომლებზედაც ეწყობოდა ფიცრების ფენილი, ხოლო შემდეგ კი ხდებოდა საძირკველის ან თვითონ ნაგებობის ამოყვანა.