რიბალტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:54, 13 დეკემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რიბალტი — პოლონური ეკლესიის მომღერალი, მოხეტიალე მსახიობი, გავრცელება პოვა XV ს. მოგვიანებით (XVI ს.) რიბალტების ნაწილი დასახლდა ქალაქებში. აქ ისინი გამოდიოდნენ პატარ-პატარა წარმოდგენებით, რომელთაც რიბალტისეული კომედიის სახელწოდება მიიღეს. ნაწილი რიბალტები იქცნენ ეკლესიების მუდმივ მომღერლებად და საეკლესიო სიმღერების მასწავლებლებად. რიბალტისეული კომედია გამოირჩეოდა სიუჟეტის რეალისტურობით, სატირულობით XVII ს. დასაწყისში რიბალტები სრულიად გაქრნენ.