გამჭოლი მოქმედება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:40, 16 დეკემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გამჭოლი მოქმედება — ტერმინი, რომელიც ხშირად იხმარება თანამედროვე თეატრში. შემოიღო კ. სტანისლავსკიმ. გამჭოლი მოქმედება ეწოდედება სპექტაკლის დრამატული განვითარების ძირითად ხაზს, რომელიც განპირობებულია პიესის იდეით, დრამატურგის შემოქმედებითი ჩანაფიქრით. გამჭოლი მოქმედების სწორი გაგება ეხმარება რეჟისორსა და მსახიობებს ცალკეული როლისა და საერთოდ მთელი პიესის იდეური შინაარსის თანმიმდევრულ, მიზანსწრაფულ გახსნაში.