ბაგრატიონი ჯანო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:39, 17 დეკემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბაგრატიონი ირაკლი (ჯანო), კონსტანტინეს ძე - (15, IX. 1909, სოფ. აბანო, ახლანდელი ქარელის რ-ნი, – 15.V.1979, თბილისი), ქართველი მოცეკვავე, ქორეოგრაფი და საესტრადო მომღერალი.
1933-46 იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. საოპერო სპექტაკლებში ასრულებდა ქართულ ცეკვებს. 1938-45 და 1956-70 იყო საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის მთავარი ქორეოგრაფი. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ბაგრატიონმა დააარსა საქართველოში ერთ-ერთი პირველი ჯაზური კოლექტივი (1945-50), აფხაზეთის ფილარმონიის საესტრადო ანსამბლი (1950-53), საქართველოს ფილარმონიის საესტრადო კოლექტივი (1953-56). ამ კოლექტივებში გამოდიოდა როგორც საესტრადო მომღერალი.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი