სპეციალიზირებული კინოგადამღები აპარატები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:35, 20 დეკემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სპეციალიზირებული კინოგადამღები აპარატები — სპეციალიზირებული კინოგადამღები აპარატები განსხვავებული კონსტრუქციით და საექსპლუატაციო მონაცემებით. მათ რიცხვს განეკუთვნება სამკამერიანი აგრეგატი, რომელიც განკუთვნილია პანორამული (სინერამა) ფილმების გადასაღებად, თერთმეტკამერიანი აგრეგატი — წრიული (ცირკორამა) ფილმის შესაქმნელად. აგრეთვე სპეციალური კინოგადამღები აპარატები კომბინირებული, მულტფილმების, რენტგენოგადაღებისათვის, სხვადასხვა კვლევითი და სამეცნიერო ინფორმაციის კინოდოკუმენტაციის შესაქმნელად.