შუა ატიკური კომედია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:51, 20 დეკემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შუა ატიკური კომედია — ძველბერძნული კომედიის სახესხვაობა. გავრცელდა ათენში ძვ. წ. IV საუკ. ათენის დამარცხებამ პელოპონესის ომში (ძვ. წ. 431—404 წწ.) მნიშვნელოვნად დააძაბუნა - პოლიტიკური სატირა, რომელიც ახასიათებდა ძველ ატიკურ კომედიას ძვ. წ. V საუკუნეში. ძველი კომედიის შემცვლელ შუა ატიკური კომედიაში პოლიტიკურ მოღვაწეთა წინააღმდეგ გამოსვლა მხოლოდ ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა; შუა ატიკური კომედიისათვის დამახასიათებელი იყო ყოველდღიური ცხოვრების ყოფითი ტიპების ასახვა. მასში თითქმის არ იყო ქოროს პარტიები. ქოროს გამოსვლები ინტერმედიად იქცა, რაც დაკავშირებული არ იყო მოქმედების მსვლელობასთან.