სურინჯი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:55, 21 დეკემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სურინჯი — კაშკაშა მოწითალო-ნარინჯისფერი საღებავი, ცნობილი ჯერ კიდევ უძველეს დროში. უკეთესი სურინჯი მიიღება ტყვიის თეთრასაგან, რომელიც გახურების ზემოქმედებით გადადის მასიკოტში, შემდეგ კი სურინჯში. სურინჯი არ გამოიყენება ფრესკულ და სილიკატურ ფერწერაში. ზეთს უერთდება ქიმიურად, საუკეთესოდ ფარავს ზედაპირს და შრება ყველა საღებავზე უფრო სწრაფად.